ტაბაწყური - სოფელი, სადაც კორონაპანდემიას ერთი ექთანი მართავს

© https://mtisambebi.ge/ - Ტაბაწყურელებს როცა ექიმი სჭირდებათ, ათასამდე ადამიანის ერთადერთი იმედი 64 წლის ექთანი, სუსანა აკოფიანია. ოფიციალურად ტაბაწყურს ოჯახის ექიმიც ჰყავს, მაგრამ იქ არ ცხოვრობს და სოფელში წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ადის. ტაბაწყურში ამბულატორიის ძველი შენობაც გამოუსადეგარი იყო, ცოტა ხნის წინ შეაკეთეს, თუმცა სუსანას თანასოფლელებზე ზრუნვა მაინც ცარიელი ხელებით და საკუთარ სახლში უწევს. პირველადი დახმარებისათვის აუცილებელ მედიკამენტებსაც თვითონ ყიდულობს, თავისი ფულით.

მსგავსი ვიდეოები