გამოსახლებები და ოჯახების დაშინება გრძელდება

02/09/2024

იანვრის დარბევის შემდეგ, 1-ელ თებერვალს ტალახაძეების ოჯახი აღსრულების პოლიციამ დაიბარა და 29 თებერვლამდე სახლის დაცლა მოთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში რვასულიან ოჯახს ძალადობრივი გამოსახლებით დაემუქრა.

ოჯახში ცხოვრობს 3 მცირეწლოვანი ბავშვი და 2 შშმ პირი, რომლებმაც სამუდამო ფიზიკური ტრავმები წინა ხელისუფლების დროს გდლანის ციხეში წამებისას მიიღეს.

მევახშე გულიკო ხატიაშვილი ტალახაძეების ბინას აუქციონზე 15 000 დოლარად დაეუფლა. 2 წლის წინ გამოსახლების მცდელობისას, ოჯახი გულიკო ხატიაშვილს 20 000 დოლარს სთავაზობდა და, თანახმა იყო, მეტიც შეეთავაზებინა. თუმცა, მევახშე მხოლოდ ბინით არის დაინტერესებული და ყველანაირ მოლაპარაკების პროცესს თავს არიდებს.

გვიპოვეთ აქ:
Facebook:   / mautskebeli.ge  
Instagram:   / mautskebeli.ge  
Twitter:   / mautskebeli  
Web: https://www.mautskebeli.ge/

ვიდეოები „მაუწყებელი • Mautskebeli"-ისგან