ჯორჯ ბაირონის“თ ი რ ზ ა“ მაია სიჭინავა /Author songs maia sitchinava
01/24/2021
ლექსის ავტორი - ჯორჯ გორდონ ნოელ ბაირონი
სიმღერის ავტორი და შემსრულებელი - მაია სიჭინავა.
ბაირონის და თირზას ისტორია:
ტრაგიკული ამბავი 1809-1810 წლებში დაიწყო, როცა ბაირონი მცირე აზიაში მოგზაურობდა. ალექსანდრიაში ის შესწრებია საქართველოდან და ჩერქეზეთიდან ტყვე ქალების საჯარო გაყიდვას, ახალგაზრდა რაინდის ყურადღება მიუპყრია განწირულ გოდებას. ერთი გოგონა აგონიაში ყოფილა და ხმამაღლა მოთქვამდა. ის სულ პატარა იყო, 13 წლის.. .პოეტი შეუძრავს მის გულსაკლავ მოთქმას, ლინგვა ფრანკაზე დალაპარაკებია და გაუგია, რომ ქართველი ყოფილა, თბილისელი მემამულის ერთადერთი ქალიშვილი, ცხვრებს გასდევნებია თამაშისას და ქურთებს მოუტაცნიათ…რამდენჯერმე გაუყიდიათ..ბაირონს მაშინვე 800 პიასტრი გადაუხდია ვაჭრებისთვის და გაუთავისუფლებია.
22 წლის ლორდი მასში მხოლოდ ბავშვს ხედავდა და გულწრფელად უნდოდა გაეხარებინა, სათუთად ზრუნავდა მასზე და ყველა ღონე იხმარა, საქართველოში დაებრუნებინა, ირლანდიელ ვაჭარ ფლეტჩერს დიდი ფული გადაუხადა, რომ თ ი რ ზ ა
საქართველოში ჩაეყვანა, მაგრამ ის მოღალატე და გაიძვერა აღმოჩნდა, პატარა გოგონა თავის ხასად აქცია და ძვირფასეულობაც მიუთვისებია. ბაირონმა მოახერხა და გოგონა კვლავ გაათავისუფლა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შერყეული იყ. ,საოცარი ყოფილა თირზასა და ბაირონის შეხვედრა. ბიოგრაფი ამის აღწერისას დასძენს, ამბის წარმოდგენა უფრო ადვილია, ვიდრე აღწერაო - დაუძლურებული და სასოწარკვეთილი მხსნელის გამოჩენას შეუძრავს, სიხარულისგან ყელზე შემოხვევია და დაუკოცნია, თითქოს გაგიჟდაო… ბაირონი დაპირდა სამშობლოში დააბუნებდა, კონსტანტინოპოლში შვედი ელჩისთვის მიუბარებია, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა მასზე, მერე აპირებდა ქარავანისთვის გამოეყოლებინა, მაგრამ აღარ დასცალდა..ბაირონის არყოფნისას მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულა, კუნძულ კრეტაზე წაუყვანიათ, ეგებ, ჰავა მოუხდესო, მაგრამ ეს საბედისწერო აღმოჩენილა, ქალაქ კანდიაში გარდაცვლილა და იქვე, ბერძენთა სასაფლაოზე, დაუმარხავთ… პოეტს მტკივნეულად განუცდია ქალიშვილის სიკვდილი და გულით დაუტირია, ბაირონის დაკვეთით საფლავზე ქვის ძეგლი დაუდგამთ და მისი სახელი და თავს დატრიალებული ამბავიც ამოუტვიფრავთ…
მეტად ფაქიზი სულის მქონე და მგრძნობიარე პოეტზე თირზას ტრაგედიას ძლიერ უმოქმედია, სულ განიცდიდა მის სიკვდილს და იმას, რომ ვერ შეძლო გადაერჩინა… რაღაცნაირი, არამიწიერი, სუფთა და უმწიკვლო დამოკიდებულება ჰქონია გოგონასთან, მისი ხსოვნა არასოდეს გამქრალა პოეტის გულში. ეს ჩანს საოცარი სტრიქონებიდან, რომელიც მას მიუძღვნა.
,,ალალი იყო ზრუნვა ჩემი უფაქიზესი,
რაც მიმატოვე, დ ა მ ა ო ბ ლ ა თ ვ ი თ
ს ი ყ ვ ა რ უ ლ მ ა,
შენი ხატება კვლავ იქნება სევდის მიზეზი,
რომ უშენობა დაიტიროს ცრემლმა ფარულმა…
თუმც ნათქვამია, დრო განკურნავს ყველა იარას,
გული ეს ჩემი ძველებურად აღარ ხალისობს
და თუ იმედი სულ დაიმსხვრა და დაინაცრა,
მე ხსოვნა შენი გადამირჩა
ს ა მ ა რ ა დ ი ს ო დ !..”
მაია სიჭინავა, კომპოზიტორ შემსრულებელი - CV
Maia Sichinava, composer - CV
https://www.facebook.com/notes/%E1%83...
youtube: / @maiasitchinavasauthorsongs5953
facebook: https://www.facebook.com/Maria-Maia-%...
facebook: https://www.facebook.com/maia.sitchin...
კვარტეტი „ხმები\": / @kvartetixmebi6294
.......
Verse Author - George Gordon Noel Byron
The author the song and performer of - Maia Sichinava.
Please get new songs
Subscribe,
SUBSCRIBED or subscribed
Press and also like.
The music sketch is a non-studio record and impromptu to meet some of the most creative people living in Georgia and abroad.

kvarteti xmebi: / @kvartetixmebi6294