პანიკა - სისხლიანი ხედი

09/27/2019
პანიკა-ის მიერ

FB Page: https://www.facebook.com/bandpanika/
Recorded in: Alex Menabde home studio
წევრები:
ვოკალი/რიტმ გიტარა - კოკო ანთელავა,
ლიდ გიტარა/კლავიში - თენგო ნოზაძე,
ბას გიტარა/ვოკალი - ნიკა ნატროშვილი,
დრამი - თორნიკე ჭავჭანიძე

არტვორქისთვის დიდი მადლობა ვარლამ ჯმუხაძეს!

დიდება გმირებს!

ლირიკა:
ყოველი ცრემლის ვარდნა ტყვიის გასროლას ჰგავს,
ვცდილობთ გადავურჩეთ მას,
ყველა იმის მსხვერპლი ვართ,
რაც ჩაფიქრებული აქვს სხვას და
ეს დღემდე გრძელდება, ბოროტება არ შეჩერდება,
სანამ ჩვენ არ გავქრებით და სხვა არ დარჩება.
მათ ხომ ჩემს სახლს წაუკიდეს ცეცხლი,
კივილის ხმა დღემდე მესმის,
დენთის სუნში გავატარე მარტოობის საათები

მახსოვს თოვლიანი გზა, მახსოვს თოვლიანი მთები,
მახსოვს ტკივილის გრძნობა და მახსოვს სისხლიანი ხედი.

გზა უცხო ქალაქისკენ ეკვეთება ტანკთა რბოლას,
ჩვენ სწრაფად მივიწევთ წინ, რომ გადავურჩეთ დაბომბვას,
ამას არ დავივიწყებ, ეს ხომ დიდი ხნის წინ მოხდა,
მე მას ქედს არ მოვუხრი, ვინც ჩემი მეგობრები მოკლა,
სიმართლისთვის ვიბრძოლებ, ყველას მივაწოდებ ჩემს ხმას
და მანამ არ მოვრჩები, სანამ სხვა არ უშველის თავს.

მახსოვს თოვლიანი გზა, მახსოვს თოვლიანი მთები,
მახსოვს ტკივილის გრძნობა და მახსოვს სისხლიანი ხედი.
მე დავბრუნდები!