ინდონეზიაში დიდი ოცეულის შეხვედრა დასრულდა

11/16/2022
Euronews Georgia-ის მიერ

მსოფლიო ლიდერები  დღეს ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ. ამით დასრულდება ინდონეზიაში დიდი ოცეულის შეხვედრა. დასავლელმა ლიდერებმა მოამზადეს 16-გვერდიანი დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელშიც დაგმობილია რუსეთის აგრესია უკრაინაში.  ქვეყნების წარმომადგენლებს დოკუმენტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.  თუმცა პოლონეთში განვითარებული მოვლენების გამო შესაძლოა მათ აზრი შეიცვალონ.
#g20

ვიდეოები „Euronews Georgia"-ისგან