"ტრაექტორია" - ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თიბისი ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ხელს მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც თი ბი სი ბანკი ეროვნულ ბიბლიოთეკას მხარს დაუჭერს ქართული ემიგრანტული ლიტერატურის მოძიებაში, ტრანსპორტირებასა და განთავსებაში. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გიორგი კეკელიძემ და მამუკა ხაზარაძემ ქართული ემიგრაციის დარბაზში გამოფენა გახსნეს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ემიგრანტული ლიტერატურა. ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ემიგრაციის დარბაზში ინახება ქართველი ემიგრანტების შთამომავლების მიერ საჩუქრად გადმოცემული არქივები. მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოტანილი ოთარ და გივი ზალდასტანიშვილებისა და გრიგოლ დიასამიძის არქივები, რომლებიც ცნობილი საზოგადო მოღვაწეების წერილებს, მემუარებს, ნაშრომებს, საქართველოში აქამდე უცნობ დოკუმენტებს მოიცავს. ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრანტული ლიტერატურის ფონდში ასევე ინახება საფრანგეთიდან, ლევილის მამულიდან ჩამოტანილი უნიკალური კოლექცია, რომელიც მოიცავს ქართველ ემიგრანტთა ხელნაწერებს, ემიგრანტულ ლიტერატურასა და პერიოდულ გამოცემებს. მათ შორისაა ნოე ჟორდანიას შთამომავლებისა და დავით საღირაშვილის არქივები, ნუცა ჩოლოყაშვილის მიერ გადმოცემული ლიტერატურა და სხვა მასალები. ეროვნული ბიბლიოთეკა თიბისი ბანკის მხარდაჭერით მომავალშიც გააგრძელებს ქართული ემიგრანტული ლიტერატურის მოძიებასა და საქართველოში ჩამოტანას. http://artarea.tv
Artareatv-ის სხვა ვიდეოები
ქუჩის აკადემია - გოგი ხოშტარია - "ფერწერის არსი და...
''თემა'' - ქეთი დევდარიანი
ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები" -...
პოლიტარტი - ლევან ბერძენიშვილი
ლევან გიგინეიშვილი - პიროვნების დაბადება ვაჟას შემ...
რადიო "შოკოლადის" გადაცემა "წიგნები" - ლევან ბერძე...
განდევნილი შინაარსები - ლევან შატბერაშვილი
ლევან ბერძენიშვილი - ზღვა და ლიტერატურა (II ნაწილი...
მსგავსი ვიდეოები
''ტრაექტორია'' - ქართული შრიფტების კონკურსის ''ქართული ა'' დ...
Artareatv
"ტრაექტორია" 04.11.2013
Artareatv
#საქმიანები - ზეაქტიური გურულის ტრაექტორია - გიორგი კეკელიძე
Business Media Georgia
"ტრაექტორია" 18.02.2014
Artareatv
"ტრაექტორია" - არტისტერიუმი 2013 // ლადო ფოჩხუა, "ქართული მე...
Artareatv
ტრაექტორია – თემო გოცაძის ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ გალე...
Artareatv
''ტრაექტორია'' - ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა
Artareatv
''ტრაექტორია'' - გიგა დათუაშვილის გამოფენა დიმიტრი შევარდნა...
Artareatv