ვახუშტი მენაბდე: "შსს არის ძალაუფლების მონსტრი"

04.12.2014 07:24

ტ/კ „მაესტროს“ ეთერში ვახუშტი მენაბდემ შსს-ის ძირეული რეფორმის საჭიროებაზე ისაუბრა და სამართალდამცავი ორგანოების სისტემური პრობლემები დაასახელა, მათ შორის: 1. ძალაუფლების კონცენტრაცია - დანაშაულის პრევენციის, გამოძიების, უშიშროებისა და სამოქალაქო სერვისების მომწოდებელი სამსახურების ერთ უწყებაში კონცენტრირება, რაც შეუძლებელს ხდის ამ ორგანოს ეფექტურ მონიტორინგს; 2. პოლიტიზირება - სისტემა ექვემდებარება ერთმმართველობისა და იერარქიულობის პრინციპებს, სადაც შსს მინისტრი არის გადაწყვეტილებების ერთპიროვნული მიმღები; 3. ინფორმაციის მიმოცვლა - უშიშროების, საგამოძიებო და საპოლიციო ორგანოებს შორის სენსიტიური ინფორმაციის შეუზღუდავად მიმოცვლის შესაძლებლობა; 4. სისტემის გაუმართაობა და ფუნქციების დუბლირება - კომპეტენციების აღრევის და დუბლირების პირობებში, პრაქტიკულად შეუძლებელია სისტემის მუშაობის აღწერა და ანალიზი; 5. საქმიანობის წესების გასაიდუმლოება - შსს-ს მინიმუმ 6 დეპარტამენტის შიდა მარეგულირებელი აქტები საიდუმლოა, რაც კიდევ უფრო ართულებს სისტემის ეფექტურ მონიტორინგს 6. ანგარიშვალდებულებისა და მონიტორინგის ეფექტური სისტემების არაარსებობა - რაც ზრდის სამართალდამცავების მხრიდან თვითნებობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს ეს ის საკითხებია, რაც ქმნის მომეტებულ საფრთხეს თავისუფლებისთვის და საჭიროებს რეფორმას. წყარო: ტ/კ მაესტრო - http://bit.ly/1yjQE5g http://emc.org.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო