საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედება

საოკუპაციო რეჟიმი უკანონო ბორდერიზაციის განაგრძობს. რუსმა სამხედროებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში საოკუპაციო ხაზთან ხნულები გაავლეს. ახალი ხნულები ოკუპირებულ ნაწილში, მავთულხლართებიდან რამდენიმე ათეულ მეტრშია გავლებული. საკორინთლომდე ხნულენი რუსმა სამხედროებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთანაც გაავლეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმს სამუშაოები გააქტიურებული აქვს. ყველა უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები