კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია 29.04.2020

04/29/2020
National Bank of Georgia-ის მიერ

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გააცნო და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ონლაინრეჟიმში უპასუხა.

კობა გვენეტაძის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაცია დროებითი ფაქტორების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე დავა.

\"შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გამკაცრებული პოლიტიკიდან გამოსვლას ეტაპობრივად განახორციელებს და შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინები\", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

უფრო მეტს შეიტყობთ აქ: https://bit.ly/აპრილი-2020

#მონეტარულიპოლიტიკა #NationalBankofGeorgia

✓ ჩვენი ვებგვერდი: https://www.NBG.ge
✓ გვიპოვნეთ სოციალურ მედიაში:
Facebook - https://www.fb.com/NationalBankofGeor...
Instagram -   / nationalbankofgeorgia  
LinkedIn -   / nationalbankofgeorgia  
✓ ცხელი ხაზი: (+995 32) 2 406 406
✓ ელ. ფოსტა: [email protected]

ვიდეოები „National Bank of Georgia"-ისგან