#გამომძიებელი #რეპორტიორი „აზარტის მძევლები“
2020-01-20 00:00:00
20 იანვარი, 2020\n• აზარტული თამაშები, რომლებიც ახალგაზრდების თვითმკვლელობით მთავრდება. \n• პირდაპირ სახლებში შემოჭრილი ონლაინკაზინოები – კაზინოები ჩვენს პერსონალურ კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში. \n• ელექტრონული თამაშების კლუბები ყველა ფეხის ნაბიჯზე, ზღვარდაუდებელი რეკლამა, რომელიც ფეხდაფეხ დაგვდევს და თამაშისკენ მოგვიწოდებს. \n• თამაშები, რომლებშიც ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლეს კომპიუტერული პროგრამა განსაზღვრავს და არა თამაშის ლოგიკა. \n• „გამომძიებელი რეპორტიორის“ რამდენიმე ექსპერიმენტი ელექტრონულ კლუბებში და აღმოჩენილი მძიმე კანონდარღვევა,\nჩვენ მიერ აღმოჩენილი საეჭვო სქემა, მანკიერი ფინანსური წრე, რომელსაც ეროვნული ბანკი ვერ ხედავს.\n„აზარტის მძევლები“ - „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი\n\nეწვიეთ ჩვენს საიტს - https://bit.ly/2O8oBlt\nმოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2CEK2oH\nგამოიწერეთ ჩვენი არხი - https://bit.ly/2CCHmYK\nვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\nმისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.