ირაკლი დოკვაძის სკანდალური განცხადება ციხიდან არჩევნებსა და ციხის რეჟიმებზე, 12.10.21

10/13/2021
PK TV2-ის მიერ

● გვესტუმრეთ: https://pktvgeorgia.ge/index.php
● შემოგვიერთდით:   / pktv.ge  
ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი ტელეკომპანია PKTV-ს სახელით იუწყება, რომ:
2021 წლის 15 ოქტომბერს, დღის 12:00 საათზე, ქსნის №15 სასჯელაღსრულებით დაწესებულებასთან (მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი) მოძრაობა “საქართველოს შვილები” – ს (თავმჯდომარე – ზაქარია როჭიკაშვილი, თანათავმჯდომარე – კონსტანტინე ფორჩხიძე) თაოსნობით ტარდება სინდისის პატიმარ ირაკლი დოკვაძის მხარდამჭერი აქცია მისი დაუყოვნებლივ და უპირობო განთავისუფლების მოთხოვნით!
შეგახსენებთ, რომ ირაკლი დოკვაძე არის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ერთგული და აქტიური მხარდამჭერი, რის გამოც ის არის 90 – იანი წლების კრიმინალური გადატრიალების შედეგად მოსული საოკუპაციო რეჟიმისა და მის სამართალმემკვიდრე რეჟიმთა მარადიული ტყვე და სინდისის პატიმარი.
გთხოვთ, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, დღის 12:00 საათზე მობრძანდეთ ქსნის №15 სასჯელაღსრულებით დაწესებულებასთან!
გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, და გაუზიარეთ და გადაეცით ერთმანეთს
ხმა ციხიდან!
საუბარი ჩაიწერა ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ და ექსკლუზიური უფლებით გადმოსცა ტელეკომპანია PKTV-ს.

პოლიტიკური პატიმარი ირაკლი დოკვაძე, რომელსაც 28 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ქსნის საპატიმროდან საინფორმაციო სააგენტო “თვალსაზრისს” ექსკლუზიურად დაუკავშირდა.

იგი არჩევნების და სააკაშვილის დაპატიმრება-შიმშილობის შესახებ სკანდალურ განცხადებებს ავრცელებს:
“… არ დავიღლები იმის შეხსენებით, რომ ჩვენი სამშობლო 1992 წლიდან ოკუპირებულია და არავითარი არჩევნები არ ტარდება. ე.წ. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ყველა პარტია კი, შევარდნაძის კლოაკადან არიან შობილნი.

… მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია გაიმარჯვებს… უკანონო არჩევნებში ჩართული მოსახლეობა მისდაუნებურად ხდება უკანონო ხელისუფლების გახანგრძლივების თანამონაწილე ხდება და პოლიტიკური პროცესი ერთ წრეზე ტრიალებს.

… ამ უკანონო პროცესიდან თავის დაღწევა ძალიან მარტივად შეიძლება…

… მოგიწოდებთ გაერთიანდეთ დღეისათვის ერთადერთ ეროვნულ მოძრაობა “საქართველოს შვილებში,” რომლის თავმჯდომარეც არის ზაქარია როჭიკაშვილი. ამ მოძრაობის პოლიტიკურ შეხედულებებს გაეცნობით ტელევიზია PKTV-ს ეთერში, რომლის დამფუძნებელია შესანიშნავი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი!

ახლა გესაუბრებით სააკაშვილის “პოლიტიკური პატიმრობის” და მის მიერ გამოცხადებული შიმშილობის შესახებ (ამ ჩანაწერის მეორე ნაწილში):
… ეს ყველაფერი გამახსენდა… და ძალიან ავნერვიულდი…

… სულ, ჩემი 23 წლის პატიმრობის განმავლობაში 29-ჯერ გამოვაცხადე შიმშილობა, აქედან, 27-ჯერ მოვიგე!

… მივმართავ სააკაშვილის მონომანებს – აღარ გაბედოთ თქვენი ლიდერის ზვიად გამსახურდიასთან შედარება!!!

… ქართველებო! მხოლოდ თქვენს ხელშია თქვენი შვილების და სამშობლოს მომავალი!“

● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV

ვიდეოები „PK TV2"-ისგან