მსოფლიო ახალი შტამის საფრთხის წინაშე

მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშეა - „კოვიდ-19“-ის ახალ შტამ „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა უკვე ევროპაშიც გამოვლინდა, რომელიც „დელტა შტამთან“ შედარებით, ხუთჯერ გადამდებია. მეცნიერების თქმით, კოვიდის სამხრეთაფრიკულ ვარიანტს სულ მცირე ათი მუტაცია აქვს. ახალი შტამის გამო, შესაძლოა, მსოფლიო პანდემიის საწყის ეტაპს დაუბრუნდეს. პრევენციის მიზნით, სამხრეთ აფრიკის  ქვეყნებთან ავიამიმოსვლა დროებით უკვე შეაჩერეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. გარკვეული რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოშიც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ის პირები, რომელთაც აქვთ სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ზიმბაბვეში, ნამიბიაში, ლესოთოში, ესვატინში, მოზამბიკსა და მალავში მოგზაურობის ისტორია, დაექვემდებარებიან 14-დღიან იზოლაციას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ამ  ქვეყნებში კორონავირუსის ახალი - „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები