#მოამბე 21 საათზე, 30 ივლისი, 2021 #LIVE

• ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში რჩება - რამდენიმე პარტია საერთაშორისო საზოგადოებას ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებას სთხოვს, თუმცა საერთო სტრატეგიაზე ვერ თანხმდება; პრემიერ-მინისტრი შეთანხმების მიღწევისთვის პრეზიდენტ შარლ მიშელს მადლობას უხდის და რეფორმების ბოლომდე მიყვანის პირობას დებს • განათლების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა - სისტემის პრიორიტეტები და სიახლეები განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით • ქვეყნის ეპიდ-ვითარება დღითი დღე მწვავდება - შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მესამე ტალღის პიკს აჭარბებს; შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად კვლავ მასობრივი ვაქცინაცია და რეკომენდაციების შესრულება სახელდება; ქვეყანა ვაქცინის მარაგებს ავსებს • თურქეთის სამხრეთ რეგიონში ტყის მასშტაბური ხანძარი გრძელდება - ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება; პრეზიდენტი ერდოღანი საბოტაჟის ვერსიაზეც საუბრობს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები