პოლიციამ ქუთაისში ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

26.03.2020 00:28

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოსა და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ზ.ჭ. ქუთაისში დააკავეს. დაკავებულს ოჯახის წევრისთვის - დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, საკუთარ ბინაში, 4 დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ამავე ბინაში მცხოვრებ დას - 1980 წელს დაბადებულ შ.ჭ.-ს და სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევდა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ადგილზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პოლიციამ ქუთაისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

პოლიციამ ქუთაისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა
00:28

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაული

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაული

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქუთაისში, პოლიცია არასრულწლოვნებს ფიზიკურად გაუსწორდა | დააკავეს ოჯახის 3 წევრი
03:53

ქუთაისში, პოლიცია არასრულწლოვნებს ფიზიკურად გაუსწორდა | დააკ...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

დაკავება ძალადობის ბრალდებით
00:29

დაკავება ძალადობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აჭარაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
01:34

აჭარაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბოლნისში ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნილია
00:37

ბოლნისში ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნილია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო