"ჩვენ შეგვითანხმდა, თუმცა, დრუზა თავი და "ოცნებიდან" იყარა კენჭი" - ნიკა მელია

16.02.2021 05:01

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ მას ექვსჯერ დაურეკა და შეპირდა, რომ მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერდა; თუმცა, ასე არ მოხდა. "ჩიგოგიძე "ნაიონალური მოძრაობიდან" აპირებდა კენჭისყრას, მას მე გავუწიე რეკომენდაცია პარტიაშიც, ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი, საარჩევნო კამპანია უნდა დაეწყო და... დრუზა თავი და "ოცნებიდან" იყარა კენჭი," - თქვა ნიკა მელიამ. #გურიანიუსი #ნიკამელია #პარლამენტი

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო