ბექა დავითულიანი გადაცემაში „იმედი LIVE“

29.10.2021 19:40

▪„„ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი კვლევები ყოველთვის აცდენილია რეალობას - თითქმის ყველა კვლევის უკან დგას „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაცია“ ▪„დღეს ვეღარ აყალბებენ არჩევნებს, რადგან ხელისუფლებაში ვეღარ არიან, მაგრამ აყალბებენ კვლევებს“ ▪„პირველი ტურისთვის, მელიას ერთი სიტყვა არ დასცდენია, თბილისში რას გააკეთებს, მეორე ტურისთვის კი, რაღაც უცნაური მესიჯები გამოყარა“ ▪„ეგზიტპოლი არის ფორმალური საბაბი, რომ ეყვირათ, ახლა ეს საბაბიც გამოეცლებათ“ ▪„რამდენჯერაც არჩევნებს რეფერენდუმი დაარქვეს, იმდენჯერ დამარცხდნენ - მეორე ტურსაც ხომ რეფერენდუმს არქმევენ? აუცილებლად, ისევ დამარცხდებიან“ ▪„თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში მათი კანდიდატი გაიმარჯვებს, იქვე შექმნიან რევოლუციურ შტაბს - არც გზებს დააგებენ და არც სკვერებს მოაწყობენ“ ▪„მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს მომხრეებისთვის სტიმულის მისაცემად იყენებენ - საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალიან მაღალ დონეზეა დაცული პატიმართა უფლებები, მათ შორის სააკაშვილის უფლებებიც - მას ისევე აქვს შიმშილობის უფლება, როგორც - ჯანმრთელობის უფლება“ ▪„ხვალ ღირებულებითი არჩევანია - დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება აირჩევს მომავალს და არა ისევ რყევებსა და დესტრუქციას“ ▪ბექა დავითულიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2021

გაზიარება: