თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისში ხეების უკანონოდ მოჭრაზე კანონმდებლობა მკაცრდება. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადებულია, რომლის მიხედვით, ხის უკანონოდ მოჭრის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება. კანონმდებლობის გამკაცრება შეეხება არასწორად გაცემულ საექსპერტო დასკვნასაც და მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ექსპერტი დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი მას საექსპერტო საქმიანობა შეუჩერდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები