ზედაშე - ქება თუშისა გმირისა

09/17/2011
GeoMartial-ის მიერ

http://www.ReflictNetwork.com/apply?r... ქება თუშისა გმირისა

გამზრდელიც დაილოცების,
თუშისა როსტომისაო;
ალზანის პირზედ შემოდის
მწყემსი გვეგონა ცხვრიანი.

გადაიარა ბორბალო,
ყამიც არა აქვს მტრისაო;
ჩამოდის ქისტის ჭალაზე,
სწავლა არ უნდა გზისაო.

მარტო ჩავიდა არხოტში,
თან კვალი ჩაჰყვა მგლისაო;
როსტომსა სისხლსა მებრძოლსა,
იმედი აქვსა ხმლისაო.

თოფს არ გაისვრის როსტომი,
გატეხ არ უნდა ხმისაო;
მოჰკლა ყაწეთა ბეთირი-
მომკვლელი ძმობილისაო.

ი.კარგარეთელი