პრემიერი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკეს, გუჯი ამაშუკელს შეხვდა. ხელოვანი თბილისში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს, გაერო-ს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა, რომლის ყდა გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. ეგზემპლარი ნიუ იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას განთავსდა. გუჯი ამაშუკელი „ხელოვნების ოსტატად“ არის აღიარებული. მას მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების ჯილდო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები