რატომ დაიბარეს ნატალია სასამართლოში?

20.05.2024 07:36

❌ ნატალია ყიფშიძეს და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ათეულ ადამიანს, სამართალდამცავები 24 აპრილს, პარლამენტის წინ, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, გზის არაკანონიერად გადაკეტვას ედავებიან. 👨‍⚖️ 20 მაისს ის და აქციის სხვა, 53 მონაწილე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის გამო დაიბარეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს მუხლი ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას ან პატიმრობას 90 დღის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან პატიმრობას 90 დღემდე ვადით. ⚖️ ნატალია ყიფშიძის სასამართლო სხდომა 28 მაისისთვის გადაიდო. ნინო თარხნიშვილი დათო ქორიძე ბექა ბერაძე -- 🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი 👇🏻 Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო