კოტე კანდელაკი და მამუკა აბულაძე ხელისუფლებას მოუწოდებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის განხილვა არ შეაჩერონ
15:20 06.12.2013
\"პირველ პრესკლუბში\" გამართულ პრესკონფერენციაზე თვითმმართველობის ექსპერტებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, გარე შემოტევას არ აჰყვეს და ეს პროცესი დეკემბერში ბოლომდე მიიყვანოს.
ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს წევრმა მამუკა აბულაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფციის თანაავტორმა კოტე კანდელაკმა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების ის ნაწილი წარმოადგინეს, რომლებშიც სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზეა საუბარი.
ექსპერტების თქმით, აღნიშნული პარტიების ხედვა დღევანდელი სამთავრობო სტრატეგიის დებულებიდან გამომდინარეობს და სრულად ემთხვევა იმას, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშია გაწერილი.
\"მთავარია, რომ ეს პარტიები, რომლებიც დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის წინააღმდეგ გამოდიან, თავიანთი წინასაარჩევნო პროგრამებით მხარს უჭერენ იმას, რაზეც საუბარია სამთავრობო სტრატეგიასა და კოდექსში. რა მიზანს ემსახურება ეს, საზოგადოებამ დასკვნა თავად გამოიტანოს. ერთი ესაა პოპულიზმი, ან მეორე -- ვიღაცის დაკვეთაა. გამოდის, რომ ისინი ამომრჩეველს ამ მაშინ ატყუებდნენ, როდესაც საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობდნენ, ან ახლა ატყუებენ\", - განაცხადა კანდელაკმა.
ამასთან, მათივე განცხადებით, კახა კუკავასა და მამუკა კაციტაძეს 2005 წელს ხელი აქვთ მოწერილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე.
მამუკა აბულაძის თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს 9 თვე ჰქონდათ იმისთვის, რომ კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ, თუმცა მათ ამ ხნის განმავლობაში კრიტიკა არ გამოუთქვამთ.
ნათია რუხაძე
საინფორმაციო სააგენტო \"პირWელი\"