ჰელსინკის კომისიის მოწოდება - შეფასებები თბილისში

შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის მოწოდებას, უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მინიჭებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ოპოზიციაში ინიციატივას დადებითად აფასებენ. მათი თქმით, ეს არის შანსი, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს და ხელისუფლებამ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღნიშნულით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი მხარდაჭერა. შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, მიანიჭოს უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი. მას კონგრესმენები - სტივ კოენი, ჯო უილსონი და რიჩარდ ჰადსონი აწერენ ხელს. ამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ აშშ-ის ადმინისტრაციას, გააძლიეროს ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები