როგორ შევცვალოთ დროებითი პაროლი თიმსში. შედით https://email.mes.gov.ge აირჩიეთ Microsoft Teams-ში შესვლა ჩაწერეთ თქენი მომხმარებლის სახელი, აირჩიეთ ღილაკი Next , შემდეგ ჩაწერეთ დროებითი პაროლი და აირჩიეთ ღილაკი Sign in. ამის შემდეგ გამოგიჩნდებათ სამი ველი, სადაც უნდა ჩაწეროთ პაროლი. პირველ ველში წერთ დროებით პაროლს, ხოლო დანარჩენ ორ ველში წერთ ახალ პაროლს.(ორივე ველში ერთსა და იმავეს წერთ) ახალი პაროლი მინიმუმ რვა სიმბოლოსგან უნდა შედგებოდეს, დიდი-პატარა ასოები, ციფრები. ყოველივე ამის შემდეგ აირჩიეთ ღილაკი Sign in. ამის შემდეგ შედიხართ თიმსში ახლიდან და შეგყავთ თქვენი მომხმარებლის სახელი და ახალი პაროლი. შემდეგ გაგიხსნით ახალ ფანჯარას, სადაც მოგთხოვთ ქვეყნისა და მობილური ნომრის მითითებას. ქვეყანაში აირჩიეთ Georgia, ნომრის ადგილას კი მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი. დააჭირეთ ტილაკს Text me, რამდენიმე წამში მოგივათ სმს კოდი, რომელსაც ჩაწერთ , აირჩევთ verify ღილაკს და ბოლოს Finish. ამის შემდეგ დასრულდება პაროლის დაყენება და ახალ ფანჯარაში მიუთითებთ საიდან გსურთ თიმსში შესვლა, ბრაუზერიდან თუ თიმსის აპლიკაციიდან.