#ფერმა სვანეთში ნაპოვნი სიბრძნე - ფერმერი, ბიძინა გურჩიანი!

06.10.2019 25:01

სვანეთი, სოფელი ეცერი, „ფერმის“ მასპინძელი - ბიძინა გურჩიანი. ▶ გიგანტური ვაშლის საძებნელად სვანეთში წასული „ფერმა“ და მთაში ნაპოვნი სიბრძნე. უხუცესების მონათხრობი ამბები, რომლებიც მალე ლეგენდებად იქცევა. ▶ ესტუმრეთ გურჩიანების ოჯახს, აუცილებლად დალოცეთ მასპინძელი და გასინჯეთ ნადია ბებოს გამომცხვარი ფეტვის ჭიშტვარი. ბუნების მოყვარული და ტრადიციების მცველი მოხუცის დაუვიწყარი ისტორია – ბიძისგან ნასწავლი მყნობა, შემთხვევით გამოყვანილი უნიკალური ვაშლის ჯიში, მსხალი, რომელიც სხვადასხვაგვარ ნაყოფს ისხამს და მარადიული სიცოცხლის საიდუმლო; ▶ ყველაფერი წვეთოვანი სარწყავი სისტემის შესახებ. რუბრიკაში „გაიგე მეტი“ მიიღეთ პრაქტიკული რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ დაზოგოთ მეურნეობაში დრო, წყალი და ფინანსები. #ფერმა/facebook  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/ferma/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / @ferma-1tv   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: