Kosta Sanikidze - მთვრალი ხომალდის კაპიტანი ვარ / Mtvrali xomaldis kapitani var

09/17/2020
Kosta Sanikidze-ის მიერ

https://www.instagram.com/kosta.sanik...

https://www.facebook.com/kosta.saniki...

***
მთვრალი ხომალდის კაპიტანი ვარ,
ეკიპაჟს ვეძებ, შორს რომ გავცურო,
შემოდგომაზე, ღვინო დავწურო,
მთვრალი,
ყველას ვუამბო ის რაც შემემთხვა,
და არ შემეძლო ეს რომ არ მეთქვა,
მთვრალი,
აბა რა გინდა? ვდგავარ და გისმენ,
იქნებ რაიმე მითხრა,
ღამე გასული ქუჩაში მთვრალი,
მებლატავება ვირთხა,
შენ რა გგონია, ჩემში ღმერთია,
რომელიც მაძლევს ძალას,
და არ დავიწყებ დედამიწასთან,
არაფრისმომცემ კამათს,
თბილისს ვუყვები, უკვე თქმულ ამბავს,
ის კი არ მიგდებს ყურსაც,
მთვრალი ხომალდით გადატენილი,
კახპა ჩამიქრობს შუქსაც,
ღვინოს დავისხამ, ისევ დავთვრები,
ხომალდს გავუშლი აფრებს,
მერე იძახეთ ჩემზე გიჟია,
სერიოზულად აფრენს,
მთვრალი ხომალდის კაპიტანი ვარ.
avtori : #kostasanikidze