5

11/22/2024

დღეს საქართველოს პირველ არხზე, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით, დებატები გაიმართება. მონაწილეების რიგითობა მათი საარჩევნო ნომრის მიხედვით განისაზღვრა. სპიკერები თავად პარტიებმა შეარჩიეს. „გირჩი“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – გოჩა თევდორაძე, „ევროპელი დემოკრატები“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გივი მიქანაძე. წამყვანის შეკითხვების გარდა, მონაწილეებსაც შეუძლიათ, ერთმანეთს კითხვები დაუსვან. მათ თანაბარი პირობები ექნებათ, რათა ამომრჩეველს საკუთარი ხედვა და პროგრამა გააცნონ.

დებატები, რომელიც 22:00 საათზე დაიწყება, სულ მცირე, საათ-ნახევარი გაგრძელდება და პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარე პირველი არხის ახალ შენობაში, ახალ სტუდიაში გაიმართება. ის უზრუნველყოფილი იქნება სურდო თარგმანით. ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე, გადაიცემა საქართველოს რადიოს ეთერით.

დებატებში მონაწილეობა უნდა მიეღო ექვსი კვალიფიციური პარტიის, კერძოდ: „კოალიციის ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპელი დემოკრატების“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, „გირჩის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს, თუმცა „კოალიციამ ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

საქართველოს პირველი არხი იღებს პასუხისმგებლობას, რომ დებატები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებელ გარემოში, სადაც კანდიდატებს საშუალება ექნებათ, ამომრჩეველს საკუთარი პოზიცია თანაბარ პირობებში გააცნონ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.