ჩემი გაკეთებული თამაშები - როგორ გავაკეთოთ თამაში?
მოგესალმებით! ეს არის მორიგი ვიდეო ჩვენს არხზე სადაც ვისაუბრებთ, ჩემს მიერ გაკეთებულ თამაშებზე და გეტყვით თუ როგორ კეთდება თამაშები. ამიტომ მოკალათდით კომფორტულად და სასიამოვნო სანახაობას გისურვებთ. 🎞 ყველა ვიდეო თამაშების მოყვარულ ადამიანს ერთხელ მაინც გაჩენია სურვილი შეექმნა საკუთარი თამაში და გაეზიარებინა ის საზოგადოებისთვის. თუმცა როცა რეალობას თვალებში ჩავხედავთ ვაცნობიერებთ, რომ ეს არც თუ ისე მარტივი პროცესია და ჩვენი იდეის რეალიზაცია შეუძლებელი გვგონია. ასე ვფიქრობდი მეც, სანამ რეალურად არ შევეჭიდე მოცემულ გამოწვევას. პირდაპირ ვიტყვი, რომ თამაშების კეთება მართლაც არ არის მარტივი, მაგრამ ვინც ინდომებს ის ყველაფერს აღწევს და მჯერა, რომ მე და შენ ამ დაბრკოლებას გადავლახავთ. მოცემულ ვიდეოში კი, მსურს გესაუბროთ, ჩემი გეიმ დეველოპმენტის ისტორიაზე და გაჩვენებთ ჩემს მიერ შექმნილ თამაშებს. ვიდეოს ბოლოს კი გაიგებთ თუ როგორ შევქმნათ საკუთარი თამაში. სანამ კონკრეტულად დავიწყებ საუბარს ჩემს მიერ შექმნილ თამაშებზე, მინდა ავღნიშნო, რომ მე არ ვფლობ პროფესიონალურ გამოცდილებას ვიდეო თამაშების დეველოპმენტში. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ კუთხით განვითარებას ვაგრძელებ სრულყოფილი თამაში, რომელიც გამომიქვეყნებია საჯაროდ არ მაქვს. თუმცა მაქვს პატარა პროექტები, რომლებიც ვფიქრობ რომ დაგაინტერესებთ. 📜 განვითარების ისტორია📜 👉 ვიდეო თამაშების შექმნაზე ჩემი დაინტერესება, ბავშვობაში იწყება, როცა კომპიუტერი არ მქონდა და მეზობელთან დავდიოდი, სადაც Flash თამაშებს ვთამაშობდით. მაშინ აღმოვაჩინე პლატფორმა Sploder-ი, რომელიც გაძლევდა საშუალებას შეგექმნა საკუთარი ონლაინ ბრაუზერის თამაში, მათი ძრავის გამოყენებით. 👉 უკვე მე-9 კლასელი მე თამაშის შექმნის მაგივრად აქ უკვე თამაშის მოდიფიკაციაზე გადადივარ და ვქმნი ქაუნთერ სტრაიკ 1.6-ის ქართულ ვერსიას. 👉 მე-12 კლასში აღმოვაჩონე პროგრამა GameMaker Studio 2, რომლის საცდელ პერიოდზე, გავაკეთე ახალი თამაში. 👉 როცა ეროვნული გამოცდები ჩავაბარე ავაწყე პლატფორმერი Construc 2-ზე. 👉 სტუდენტი მე ვაკეთებ თამაშებს Unity 3D-ზე. 🤝 თანამშრომლობისთვის შემეხმიანეთ აქ 🤝 ► Instagram: @n.dumbo23 ► E-Mail: [email protected] 💻 კომპიუტერის მონაცემები 💻 ქეისი: MATTREX 55 MESH ADD-RGB 4F ქულერი: Deepcool Gammaxx L240T BLU SSD: Samsung 970 EVO Plus NVMe M.2 500GB კვება: Deepcool DA700 80Plus Bronze certified 700w ოპერატიული (RAM): Corsair Vengance LPX (2x8) 16GB DDR4 3200MHz ვიდეო ბარათი: Gigabyte Geforce GTX 1070 G1 Gaming 8GB დედა დაფა: Gigabyte X470 aorus ultra gaming პროცესორი: AMD Ryzen 7 3700x ► LIKE \u0026 SUBSCRIBE ◄ #Dumbo #დუმბო #თამაშები #ჩემითამაში
მსგავსი ვიდეოები
99.9% ამ ნახტომს ვერ აკეთებს! | Minecraft გამომწერების გაკეთ...
Lussia
რეკლამები რეალობაში | სკეჩი | Ads In Real Life | Sketch
Vornato
პროსტიტუცია და თბილისელი ტაქსისტები (+18)
Gaming PC
ჩემი გაკეთებული ნაყინის ნამცხვარი
Shushu Vlog
ჩემი გაკეთებული sky block ეპიზოდი ერთი
mr. bonster
ჩემი გაკეთებული ალმასის პერანგი, ალმასის ხმალი, ტორტი და კაც...
GeoMinecraft CHANNEL
ჩემი გაკეთებული My Into სახელზე ნიკა
სხვადასხვა My Into
ჩემი გაკეთებული Intro !
Clash Ninja