ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“

▪თეა წულუკიანი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე: ეს არის დაუშვებელი ფაქტი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ უკანონობა, ეს არის ის, რასაც ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ ვერ შეიწყნარებს ▪თეა წულუკიანი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შესვლაზე: პანიკისა და ისტერიკისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს - მათი უმრავლესობის მიზანი სულაც არ არის აქ ცხოვრება ▪„ის, ვინც შეიძლება ქვეყნისთვის უსაფრთხო არ იყოს, საქართველოში ვერც შემოდის“ ▪თეა წულუკიანი ელენე ხოშტარიაზე: სჯობს, ქალბატონმა ხოშტარიამ თავის რუბლებს მიხედოს - ფაქტია, რომ ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად და ჩამოყალიბდა რაღაც ტიპის პერსონაჟად ▪თეა წულუკიანი კეზერაშვილზე: მაშინ, როცა მას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, არ ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად და მოლარედ დარჩა - არ მგონია, რომ ის პარტიას ჩაუდგება სათავეში და ლიდერობას შეძლებს ▪„კოლექტიური ხოშტარიები, რომლებიც პოლიტიკოსებად ვერ ჩამოყალიბდნენ, არ მგონია, რომ ახალ პოლიტიკურ პროცესს ჩაუყრიან სათავეს“ ▪„მელიამ ვერ შეძლო, „ქართული ოცნების“ საპირწონე ოპონენტად ჩამოყალიბებულიყო“ ▪„რადიკალური ოპოზიცია თვითონ ვერ გაერკვა, რა უნდა; მათი ლიდერი დღეს არის მაჭუტაძე კაცებში და ქალებში - თამარ ჩარკვიანი“ ▪„ოპოზიცია არის ფასდაუდებელი რესურსი, რომელიც ჩვენ არ გვყავს“ ▪„არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ, როგორმე, ხელისუფლება გადააყირავონ“ ▪„ვფიქრობ, ჩვენმა პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მაინც უნდა მიიღოს“ ▪თეა წულუკიანი ე.წ გამქრალ ექსპონატებზე: 2 600-ზე მეტი ექსპონატია გამქრალი, მიზეზი, ალბათ, უნდა თქვან მათ, ვის ხელშიც იყო ეროვნული მუზეუმების გაერთიანება - ინფორმაცია პროკურატურას გადაეგზავნება; კარგი ისაა, რომ გარკვეული რაოდენობის ექსპონატი მოვიძიეთ და დავაბრუნეთ ▪„ჩვენ დღეს მუზეუმში გვყავს „ხუთოსნები“, ისინი, ვინც დაგლახავებულ ხუთიანს ხაზავენ - ღიად ვამბობ, მთავარი კრიტერიუმია, რომ ადამიანი თავისი საქმის არა მხოლოდ პროფესიონალი, არამედ ერთგული უნდა იყოს, მაგრამ კომპეტენტური ადამიანები ტილოებს არ კარგავენ“ ▪„მუზეუმებში ძალიან ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს“ ▪„ქართული სპორტი კარგ ფორმაშია, მედლების უკან ტიტანური შრომა და სახელმწიფოს საკმაოდ დიდი დაფინანსება დგას - სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება უნდა გაგრძელდეს“ ▪„კი ბატონო, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს განწყობაში გადამაქვს - მათ წელს იმხელა შედეგები აჩვენეს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ“ ▪ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imedi-live  ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი https://www.facebook.com/TVImediOfficial © Teleimedi LLC 2022

მსგავსი ვიდეოები