თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, მეგობარს - 1997 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ხმაურით მიმდინარ...
PalitraNews
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვნები გამოკითხეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევან სიგუას მკვლელობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster