თუშური - გვირილა / Tushuri - Daisy
თუშური / tushuri - რომ არ დამეთმო გვირილა ძეწნა
Lyrics:
რომ არ დამეთმო გვირილა, ძეწნა,
არ დამელანდე ქვეყნად აროდეს,
ყვავილებისგან გვირგვინი მეწნა
და სიმღერებით მევლო წყაროზე,
მევლო ზედაშით, სადაც ქადაგი
ჩემს ხმიადებზე დაილოცებდა,
მექსოვა მზითვის ჯეჯიმ-ფარდაგი,
მქონოდა ქალაქს ჩასვლა ოცნებად,
შევგუებოდი ნისლიან ერდოს,
სარკმელში გაკრულ ღამეს და ეშმას,
ხან მოვხტომოდი უბელო თეთრონს,
ჩაშლილ ნაწნავში ქარს ეთარეშა,
მეკითხა ზეცა ცისკარ-საღამოს,
მყოლოდა ლელა, ბაკური, ჩონთა,
რომ ვყვარებოდი მწყემსს და სალამურს,
იქნება ჯობდა, იქნება ჯობდა.
#Georgia #tusheti #tushuri #თუშეთი #თუშური #ხალხური #ქართული #ნათიაჭაბუკაძე #natiachabukaidze #natushi
ლექსი: ანა იმედაძე
მუსიკა: ლელა თათარაიძე
მსგავსი ვიდეოები
თუშური
Qristine Qapianidze
თუშური
ალექსანდრო ბაგრატიონი
თუშური
Davit Kavtaradze
ლამაზი სიმღერა
Giorgi T
თუშური მატყლის მსოფლიო წარმატება! ავტორები:ლიზა მოსიძე , გი...
პირველამდე / Pirvelamde
თუშური სიმღერა გარმონზე / Georgian Song with English Lyrics...
ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs
ანსამბლი "წოვათა" / სიმღერა - "ნანალო ნანა" | Ensemble "Tsov...
ჩვენი ქართული სიმღერები / Our Georgian Songs
,,თუშური" ანსამბლი გორდელა
TV IMEDI