ჰავაის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი.
ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) ტაძარში, მონრეალის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი მიაბრძანეს. ხატისა, რომელიც რამდენიმე თვის უკან სტუმრობდა საქართველოს და ტაძარშიც ბრძანდებოდა. იგი ჰავაის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელითაა ცნობილი სასწაულმოქმედებით გამოირჩევა. ხატის ასლი მეუფე კალისტრატეს უსახსოვრა გოჭოურას მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა იოსებმა. მეუფის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მან თავად განაცხადა, რომ უდიდესი გულისწყვეტით გააცილა ჰავაის ასლი ქალაქიდან და სულ ლოცულობდა, რომ ისევ დაბრუნებულიყო. და აი მას უსახსოვრეს ამ მირონმდინარე ხატის ასლი, რომელიც მიტროპოლიტმა ამერიკელი სტუმრების მიერ სახსოვრად დატოვებული საკვირველმოქმედი ხატიდან გარდამოსული მირონით აკურთხა. მისი ლოცვა-კურთხევით ხატი, რომ მომლოცველთათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო დააბრძანეს ბაგრატის ტაძარში, ამბიონთან მდებარე სვეტთან. „-ხატს აქ დავაბრძანებთ ტაძარში, რათა ყველამ ილოცოს. მირონითაა ნაკურთხი, რომელიც მათ დამიტოვეს,ხატიდან გარდმოდენილი მირონით“ მეუფე იმედოვნებს, რომ ხატი შეისმენს რწმენით განმსჭვალულ მლოცველთა ღვთივსათნო თხოვნებს და აქაც საკვირველმოქმედებით აღასრულებს მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- I created this video with the YouTube Video Editor ( / editor )
მსგავსი ვიდეოები
ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაუჯდომელი ჰავაის ხატის სტუმრობის...
ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია. Iveron Icon
ჰავაის ივერიის მირონმდინარე ხატი ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლ...
Mamao Thoma
ჰავაის ივერიის ღვთისმშობელის ხატი 1
Mamao Thoma
ჰავაის ივერიის ღვთისმშობელის ხატი ტორონტოში 6
Mamao Thoma
სტიქია ჰავაის კუნძულებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰავაის მთავრობა დონალდ ტრამპის ახალი ბრძანებულების გასაჩივრე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰავაის ბაზასთან აშშ-ის სამხედრო თვითმფინავი ჩამოვარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰავაის სანაპიროზე ვერტმფრენი ჩამოვარდა
Music Box