თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, ესეიგი ცოცხალი აღარ ვარ - 20 წლის ბიჭმა მიმართვა დატოვა და გაუჩინარდა

04/26/2022
MULTIMEDIA GE-ის მიერ

\"თუ ამ ვიდეოს ნახულობთ, ესეიგი ცოცხალი აღარ ვარ\" - ამ სიტყვებით იწყებს ვიდეომიმართვას  20 წლის გიორგი კობალაძე, რომელსაც ოჯახი 25 აპრილის შემდეგ ეძებს.

ამ დღეს მან სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეომიმართვა დატოვა, რომელშიც ამბობს, რომ თავის მოკვლას აპირებს. ის ბოდიშს უხდის ოჯახს, მეგობრებს. აღნიშნავს, რომ აზარტულ თამაშებს გადაჰყვა და ბევრი გადაცდომა ჰქონდა.

ვიდეოში ის ასახელებს ადგილსაც, თუ სად იმყოფება, მისი თქმით, ეს არის სურამის ტყე, ავტობანთან და ადვილად იპოვნიან, თუმცა, მისივე სიტყვებით, გარდაცვლილს.

ოჯახს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. 

ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge
ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან