Foladaa - ბნელი ღამე / Dark Night

01/22/2023
_Foladaa_-ის მიერ

#hiphop #hiphopmusic #rap #blackstyle
#georgianmusic
#youtube

ig: foldaa
fb: Giorgi Foladishvili


Lyric :

ღამით მივყვებოდი ჩაბნელებულ გზას
თენებას ვანდობდი გადაღლილ თავს
ეს შუაღამე წინებს არაფრით ჰგავს
სიტყვებს ვინახავდი ვქმნიდი ამ “მონა”ხაზს

რამდენ საიდუმლოს ინახავს ეს ბნელი ღამე
ბევრი რამის თქმა მინდოდა მაგრამ თავი შევიკავე
რამდენ საიდუმლოს ინახავს ეს ბნელი ღამე
სიმართლე დაგანახე მაგრამ ტყუილი შეიყვარე

ვლახავ ბარიერებს არ ვჩერდები ძველ რამეზე
არმინდოდა მაგრამ ვწერდი გამუდმებით ბნელ ღამეზე
იმდროის დასაბრუნებლად სულ ვთხოვდი უფალს წამებზე
ვინ სადამდე გამოგყვება ეტყობა ყველას თვალებზე

ჩემი შეცდომები გამოვასწორე და წარსულს ბარიერი გადავაბარე
ფურცელზე კალამით კვალი დავატყე და მასსხვა ფურცელი გადავაფარე
ფლოუ არ დამიკარგია ბითებს კი ჩემივე ტექსტები გადავატარე
უკან მოსახედი მაინც დავტოვე საღებავით არ გადავაშავე

ამბობენ ცხოვრება ლაბირინთიაო მეკი ლაბირინთში გზა გავიკვალე
ქმედებებს გეგმები გავუთანაბრე და სვლები წინასწარ გადავითვალე
მიზანი მქონდა რო მსოფლიო მქონოდა
მეკი ის თვალებთან გადავიშალე
ბევრჯერ ერთგულება ვერდამიფასე და მაინც შენი კვალი არწავიშალე

კვლავაც პატიოსნად გავუყვები ნაცნობ ქუჩას
ვერავინ ვერ შეეცდებაა ვერგამიქრობს მუზას
დაძვერის დრო რომ მოვა ფსკერიდან ამოვწევ ღუზას
გავაგრძელებ ცხოვრებას და შევაჩერებ ამ პაუზას

ჩემი ლირიკებით განახებ სიმართლერ უკვე რამდენი ხანია
გოგო რომელზეც შენ ყოველთვის ოცნებობ ჩემი მოქმედი ფანია
არავის არასდროს არაფერს შევარჩენ ეს თუკი მისი ბრალია
არასდროს მიქარო თოდრია ბნელია მანდ კი სულ ჩემი კლანია

რამდენ საიდუმლოს ინახავს ეს ბნელი ღამე
ბევრი რამის თქმა მინდოდა მაგრამ თავი შევიკავე
რამდენ საიდუმლოს ინახავს ეს ბნელი ღამე
სიმართლე დაგანახე მაგრამ ტყუილი შეიყვარე

უკვე მერამდენე ღამე გავათენე აზრების გადმოცემაში
ფურცლები გავავსე მელანიც დავხარჯე
ბევრია ფიქრები თავში
საკუთარ სიმართლეს ყოველთვის მივყვები არავისთან ვრჩები ვალში
მიმავალ გზებს კი ჩემითვე ვიკვალავ არავის ვუდგები კვალში

ვარკვევ და ვიძიებ ყველაფერს რაც ოდნავაც ჩემიდან საეჭვოდ ჩანს
მივუყვებოდი და ვხედავდი გზას
გონებაში ვწერდი ამ “მონა”ხაზსს
ღამეს მივანდობდი გადაღლილ თავს
ეს ყოველივე კი გონებას კლავს
არვიცი როდემდე ან რამდენ ხანს
მარა გავაგონებ სამყაროს ხმას

ოცნება რეალობას არაფრით ეთავსება
მაგრამ მაინც შევძელი და შევამჩნიე მსგავსება
შეღამებამდე გონებამ სიძნელით იარსება
ფიქრებით ძაან შორს ვიყავი თავი ისევ მხარს ება

მივყვები დროებას მაგრამ არ ვაქრობ წარსულს
როცა ტყუილს აჩვევ გონებას სიმართლის სმენა არ სურს
კაცობას და მეობას ამჯობინებენ ხალხს ფინანსურს
მესე სასმისს ავსებენ თავს არქმევენ ვითომ კაცურს

ვფიქრობ გადმოვეცი ყველაფერი რაც მინდოდა
თვალები ამეხილა ნაწერები თვალწინ მქონდა
წერით დაღლილს გამახსენდა ყველაფერი დროს მიჰქონდა
მოგონება უკან რჩება ცხოვრებას კი აზრი ჰქონდა

რამდენ საიდუმლოს ინახავს ეს ბნელი ღამე
ბევრი რამის თქმა მინდოდა მაგრამ თავი შევიკავე
რამდენ საიდუმლოს ინახავს ეს ბნელი ღამე
სიმართლე დაგანახე მაგრამ ტყუილი შეიყვარე