შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან


შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის არასრული შემადგენლობით.

შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციებზე ოპონენტი პოლიტიკური ძალების ნაწილი არ მივიდა. დიალოგში მხოლოდ „გირჩი“, „მოქალაქეები“, „რესპუბლიკური პარტია“ და გახარიას გუნდი ერთვებიან. ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი პირობა, ანუ დეპოლარიზება - ეს იყო მთავარი სასაუბრო თემა.

დღევანდელი შეხვედრით მმართველმა გუნდმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსითვის საჭირო პირობების შესასრულებლად მომზადებული სამოქმედო გეგმის აღსრულება დაიწყო. თუმცა, ოპოზიციის ნაწილისთვის პროცესი რეფორმების იმიტაცია და ფარსია. რიგგარეშე სხდომის დანიშვნა და საკონსტიტუციო ცვლილებების სასწრაფო წესით მიღება ის მთავარი მოთხოვნაა, რომლითაც ოპოზიციას პოლარიზაციის შემცირება ესახება. ჩნდება სხვა მოთხოვნებიც. „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ნაწილთან ერთად უახლოეს დღეებში 12 პირობის შესრულების საკუთარი ალტერნატიული ხედვის წარდგენას აანონსებს. 

თეონა მანაგაძე აშუქებდა პარლამენტში გამართულ დღევანდელ შეხვედრას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან