ზაზა კოლელიშვილი -- "ზაფხული და წიგნი"

07/10/2014

Facebook თამაში „ზაფხული და წიგნი\" !
--------------
ასაკობრივი კატეგორია: თამაშში ჩართვა შეუძლია ყველა ასაკის Facebook მომხმარებელს.

თამაშის აღწერა: თამაშს იწყებს მომხმარებელი და პატარა ვიდეო რგოლის საშუალებით აცნობს მეგობრებს ინფორმაციას, თუ რა წიგნს კითხულობს ამჟამად. ვიდეოს გაზიარებასთან ერთად აუცილებელია მონიშნოს 2 მეგობარი, რომელიც იქნება შემდეგი მონაწილე და გაგვაცნობს წიგნზე ინფომაციას, შესაბამისად მომდევნო მომხმარებელი ნიშნავს დამატებით 2 მეგობარს, რომელიც 3 დღის განმავლობაში იღებს და ავრცელებს თავის ვიდეოს სოციალურ მედიაში, შემდეგ დამატებით ნიშნავს ორ მეგობაარს და ასე იქმნება ქსელები.

კონკურსის პირობები:
1. ვიდეო უნდა იწყებოდეს ფრაზით: „ ვუერთდები „წიგნის მეგობრების\" Facebook თამაშს „ზაფხული და წიგნი\"
2. აუცილებელია მონაწილემ წარადგინოს საკუთარი თავი და წიგნის დასახელება სრულად;
3. ვიდეო უნდა იყოს არაუმეტეს 02:00 წუთი
4. მონაწილემ აუცილებელია თამაში გადააბაროს დამატებით 2 Facebook მეგობარს, რომელიც მომდევნო 3 დღის განმავლობაში გაგვაცნობს წიგნს ვიდეოს საშუალებით.
(დაგვიანებულად გადმოგზავნილი ვიდეო კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს)

აუცილებელია ვიდეო გამოგზავნოთ \"წიგნის მეგობრების\" ოფიციალურ facebook გვერდზე ან ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]

შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის ვიდეო, რომელიც აიტვირთება „წიგნის მეგობრების\" FACEBOOK გვერდზე.


ვიდეოების გამოგზავნა შესაძლებელია 5 ივლისიდან, საკონკურსო ვიდეოების გვერდზე განთავსება კი 11 ივლისიდან დაიწყება.
თამაში შეწყდება 2014 წლის 1 სექტემბერს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 5 სექტემბერს, შემდეგ ნომინაციებში:
ყველაზე კრეატიული ვიდეო
ყველაზე გრძელი ქსელის მქონე მონაწილე
Facebook მომხმარებლის რჩეული (ლაიქების მიხედვით)
„წიგნის მეგობრებისა\" და პარტნიორი ორგანიზაციების რჩეული ვიდეოები
გამარჯვებულებს ელით სხვადასხვა საინტერესო საჩუქრები „წიგნის მეგობრებისგან\" და პარტნიორი ორგანიზაციებისგან.

შეუერთდი თამაშს ! აიყოლიე საქართველო და იკითხე წიგნები ზაფხულთან ერთად!

შეუერთდით ივენთს-- https://www.facebook.com/events/52570...

ვიდეოები „წიგნის მეგობრები"-ისგან