შინდისის გმირები
სიმღერა შინდისის გმირებზე! კომპოზიტორი:ნუგზარ თუშიშვილი ლექსის ავტორი:ნიკოლოზ გოდერძიშვილი სოლისტი:ტატო გოდერძიშვილი ანსამბლი :"თბილისი" წყარო: • agvistos omis qronologia tomsika SIU • შინდისის გმირები • Video შინდისის გმირებს ! დედასამშობლოს დასაცავად ქრისტეს მხედრები მტერს შეეჩეხეთ, როგორც მთები, სალი კლდეები; სოფელ შინდისთან ვერაგულად ჩასაფრებულებს , გულანთებულნი ,ვაჟკაცურად, მომხდურს შეებით. ტყვიების სროლით დაისერა შინდისის ზეცა, ჩვიდმეტივე ძმა დაჭრილები ლომებრ იბრძოდით, არ დაიხიეთ, ბრძოლის ველი ცეცხლში იწვოდა, საქართველოსთვის თავგანწირვით ბრძოლა იცოდით. თქვენ საქართველოს სიყვარულით გიძგერდათ გული; თვით გორგასალი ინატრებდა თქვენებრ მებრძოლებს, და მეომარნო ქრისტესანო, ლომთა ღრიალით, აზანზარებდით შეძახილით ირგვლივ ხეობებს! ქართულ მიწაზე მეომრების სისხლი მოსჩქეფდა, მთელი არსებით გჯეროდათ ,რომ უფალს ებარეთ, არც დაიხიეთ ,არც დანებდით და ვაჟკაცურად საქართველოსთვის ნასროლ ტყვიებს გადაეფარეთ. მეხმა ჩვიდმეტჯერ გაიელვა შინდისის ცაზე , შინდისის ძმებმა ჩვენი დროშა მაინც აღმართეთ; გაივლის წლები, თაობები არ დაგივიწყებთ, ღმერთს და სამშობლოს მეომრები როგორ ადიდებთ! ნიკოლოზ გოდერძიშვილი
მსგავსი ვიდეოები
შინდისის გმირები
შუადღე მესამეზე
შინდისის გმირები
MrBasmacha
შინდისის გმირები
TV IMEDI
შინდისის გმირები
გამარჯვება ერთობაშია
„შინდისის გმირები“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინდისის გმირები
george karelidze
შინდისის გმირები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინდისის გმირები
დისტანციური კლინიკა ,,ბაბა\"