კობრა და ყვავები | ინგლისური ხალხური ზღაპარი | ზღაპარი

06/27/2019
ბავშვები TV-ის მიერ

ერთხელ ერთ დიდ ლეღვის ხეზე ორი ყვავი ცხოვრობდა.
ხის დაბლა პატარა ბორცვი იყო. ერთ დღეს ბორცვთან ძალიან საშიში კობრა მოსრიალდა, იქვე დაბინავდა და ყვავებს თავსატეხი გაუჩინა.
რამდენიმე დღეში დედალმა ყვავმა სამი კვერცხი დადო საიდანაც ცოტა ხანში სამი ბახალა გამოიჩეკა. ბახალები მთელი დღე ყრანტალებდნენ და ბუდეში მხიარულად თამაშობდნენ.
ერთ დღეს დედა და მამა ყვავმა ბახალები ბუდეში დატოვეს და თვითონ საჭმლის მოსატანად გაფრინდნენ. როგორც კი ყვავები წავიდნენ გველი სოროდან გამოძვრა და ხეზე ასრიალდა. კობრა იმწამსვე ეცა საბრალო ბახალებს და სათითაოდ გადასანსლა.
საღამოს სახლში დაბრუნებულმა მშობლებმა მთელი ბუდე გადაქექეს, მაგრამ ბახალების კვალსაც ვერ მიაგნეს. დედა ყვავი მიხვდა რომ ბოროტ კობრას ჰყავდა მისი შვილები შეჭმული და საბრალოდ აქვითინდა. მამა ყვავი კი ცდილობდა ცოლი ენუგეშებინა და დაერწმუნებინა, რომ ასეთი რამ აღარ გამეორდებოდა. იგი გაფრინდა და დაიწყო ფიქრი თუ რა გამოსავალი ეპოვნა ამ საშინელი პრობლემიდან.
#ზღაპრები #ქართულიმულტფილმი #ანიმაციურიფილმები