მრგვალი მაგიდა - დისკუსია
2019 წლის 15 მაისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა - დისკუსია თემაზე: „140 წელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებიდან - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.“ დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების მნიშვნელობაზე და ისტორიულ კონტექსტზე. საუბარი ასევე შეეხო საზოგადოების დამფუძნებელ პრინციპებსა და ღირებულებებს, მათ გავლენას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოზე, 140 წლის წინანდელი გამოწვევების პარალელებს თანამედროვეობასთან და ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა პროპაგანდა და დეზინფორმაცია. ღონისძიება გახსნეს ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლებმა, ზაზა ბიბილაშვილმა და ნინო კალანდაძემ. სიტყვით გამოვიდნენ არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, გია ნოდია, გიორგი მშვენიერაძე, გია ჯაფარიძე, დავით პაიჭაძე, სიმონ ჯანაშია და მარიამ გერსამია. სადისკუსიო პანელებს მოდერირებდნენ ზაზა ბიბილაშვილი და დავით აფრასიძე. დისკუსიაში მომაწილეობა მიიღეს მედიის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა და წამყვანმა სპეციალისტებმა. მრგვალი მაგიდის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები და გაჟღერდა ინიციატივა, განხილული თემატიკა განევრცოს და საიუბლეო თარიღი ყოველწლიურად აღინიშნოს დისკუსიის შედეგებზე დაკვირვების და მათი შემდგომი შეფასების მიზნით. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით. #ჭავჭავაძისცენტრი #ChavchavadzeCenter #CC #CCenter #KAS
chavchavadze center-ის სხვა ვიდეოები
03:42
ნინო კალანდაძე დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე გა...
02:24:34
მრგვალი მაგიდა - დისკუსია
04:22
ნინო კალანდაძე დავით გარეჯში შექმნილ ვითარებაზე გა...
01:15
ინტერვიუ სიმონ ჯანაშიასთან
01:18
ნინო კალანდაძე და გია ჯაფარიძე მთავარის საინფორმაც...
10:34
ზაზა ბიბილაშვილი ოპოზიციის გამოწვევებზე გადაცემაში...
17:12
ზაზა ბიბილაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაშ...
მსგავსი ვიდეოები
მრგვალი მაგიდა - დისკუსია - ჭავჭავაძის ცენტრი. 15.05.2019
chavchavadze center
მრგვალი მაგიდა აშშ-ის ადვოკატთა ასოციაციის ექსპერტებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მრგვალი მაგიდა ანაკლიაში - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდას...
Radio Atinati
მრგვალი მაგიდა
culturegovge culturegovge
მრგვალი მაგიდა
culturegovge culturegovge
მეკობრეობა და სტრიმინგ სერვისები — დისკუსია გადაცემაში „მრგვ...
Formula News
გვჭირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი | დისკუსია გადაცე...
Formula News
ირაკლი ღარიბაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუს...
Irakli Garibashvili