ფსიქოგანათლება აუტისტური სპექტრის ბავშვების მშობლებისთვის - სოფიო ბასლანძე დარიაფსიქოლოგიაში
2 წლის წინ
Dario Radio-ის
მიერ
ფსიქოლოგი სოფიო ბასლანძე მუშაობს აუტისტური სპექტრის ბავშვების ქცევით თერაპევტად პენსილვანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახლახანს მისი ინიციატივითა და დახმარებით, ენთუზიასტი ადამიანების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქართველოში ითარგმნა და გამოიცა მერი ლინჩ ბარბერას წიგნი იმაზე, თუ როგორ ვასწავლოთ აუტისტური სპექტრის ბავშვებს. სოფიო გვესაუბრება ქცევის გამოყენებითი ანალიზისა და ვერბალური თერაპიის გამოყენების საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე, იმ შედეგებზე, რომლის მიღწევაც შესაძლებელია იმ ბავშვებთანაც კი, რომლებიც საერთოდ არ ლაპარაკო��ენ.