„არ გიცნობთ მაგრამ მიყვარხართ\"_ პოეზიის საღამო თეატრში.
„არ გიცნობთ მაგრამ მიყვარხართ\"_ ასე ეწოდება პოეზიის ტურნეს, რომელსაც ახალგაზრდა პოეტი ზურა სალუქვაძე და მისი მეგობრები ახორციელებენ. ტურნე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ტარდება. ახალგაზრდა შემოქმედებითი კოლექტივი ტურნეს ფარგლებში საქართველოს 20 ქალაქს მოივლის და საკუთარ შემოქმედებას გულშემატკივარს გააცნობს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა ზურა სალუქვაძისა და მისი მეგობრების პოეზიის საღამოს უმასპინძლა და რამდენიმე საათიანი პროგრამა სპეციალურად ზუგდიდელი პუბლიკისთვის შექმნა.
პოეზიის საღამოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე სასულირო პირებთან ესწრებოდა. ღონისძიებას ზუგდიდში ორგანიზება ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაუწია.
პოეზიის ტურნე სექტემბრამდე გაგრძელდება და ქობულეთში გრანდიოზული ღონისძიებით დაიხურება.
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/