ქართული არტილერიის ისტორია.wmv
გიორგი წეროძე http://coordinate41.blogspot.com/ 1993 წლის 15 მარტს აფხაზმა სეპარატისტებმა, რომელთაც მხარს ახალშექმნილი სომხური ბატალიონი «ბაგრამიანი», ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულები და გუდაუთის ბაზის რუსი სამხედროები უჭერდნენ, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს მდ. გუმისთის გასწვრივ, 8 კმ-იანი ფრონტის ხაზზე. ძირითადი დარტყმები ხორციელდებოდა აჭანდარის დასახლების მიმართულებით. ამასთან, მტერს სურდა აეღო გუმისთის სარკინიგზო და საავტომობილო ხიდები, რათა დამხმარე ძალები (მათ შორის მძიმე საბრძოლო ტექნიკა) მიეშველებინა შეტევაზე გადასულებისთვის. გუმისთაზე გადმოსულ მტერს დამხმარე ძალა გვერდში რომ ამოსდგომოდა, ცხადია, სახარბიელო სიტუაცია არ იქნებოდა, მაგრამ ქართულმა არტილერიამ იმარჯვა. მტერს გამანადგურებელი ცეცხლი ჯერ კიდევ გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე და ეშერასთან გაუხსნა. ქართველი არტილერისტები შრაპნელით გავსებულ ჭურვებსაც უშენდნენ შეტევაზე გადმოსულ მტერს, რასაც მოწინააღმდეგის დიდი მსხვერპლი მოჰყვა. სწორედ ამიტომაც არის 15 მარტი ქართული არტილერიის დღე. მტერს დაეღუპა და დაეჭრა ათას კაცზე მეტი. ეს იყო მოწინააღმდეგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიასკო აფხაზეთის ერთწლიან ომში, რის გამოც სეპარატისტებს 16 მარტი გლოვის დღედ აქვთ გამოცხადებული.
მსგავსი ვიდეოები
ვემსახურები საქართველოს- ქართული არტილერიის დღე
Ajara TV
ქართული არტილერიის დღე
თავდაცვის სამინისტრო
ქართული არტილერიის დაარსების დღე
თავდაცვის სამინისტრო
ქართული არტილერიის დღე I საარტილერიო ბრიგადაში
თავდაცვის სამინისტრო
ქართული არტილერიის წვრთნა ორფოლოსა და ვაზიანში
ამერიკის ხმა
ქართული არტილერიის 25 წლის იუბილე - მინისტრი ხონში მეორე საა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული არტილერიის დღე
თავდაცვის სამინისტრო
დღეს ქართული არტილერიის დღეა
Military Info