48

თბილისსა და რამდენიმე რეგიონში ჩატარებული ოპერაცია - ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 34 ადამიანია დაკავებული. მათ ნაწილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციაში ედებათ ბრალი. ბრალდებულებს შორის არიან უცხოეთის მოქალაქეებიც. საგამოძიებო მასალებში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად საკონტროლო შესყიდვის ამსახველი აუდიო და ვიდეოკადრები სახელდება. გამოძიების ვერსიით, ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების მეთოდი ამ შემთხვევაშიც იგივე იყო, ბრალდებულები ხელიდან ხელში მიწოდების და ე.წ. დადების მეთოდს მიმართავდნენ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: