ლიზი ზალდასტანი-ნაპიერი
ცნობილი ქართველი ემიგრანტის, ოთარ ზალდასტანიშვილის, შვილი ლიზი ზალდასტანი საუბრობს ზალდასტანიშვილების ოჯახის ისტორიაზე, საქართველოზე, ემიგრაციაში ცხოვრებასა და ქართული კულტურის თავისებურებებზე. ქალბატონმა ლიზიმ ახლახანს ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის უნიკალური არქივი გადასცა. ოთარ ზალდასტანიშვილი იყო ამერიკაში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქართველი ემიგრანტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებულ "პალმა ჯუმეირას" დამპროექტებელი. იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ნიუ-იორკში არსებულ "საქართველოს ასოციაციას". ოთარ ზალდასტანიშვილის არქივი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული ემიგრანტული მასალაა საქართველოს შესახებ და ეს მასალები უახლოეს მომავალში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების ნაწილი გახდება. უნიკალურ საარქივო მასალებს შორის არის ოთარ ზალდასტანიშვილის წიგნები, ჟურნალები, წერილები, ხელნაწერები, რომელსაც ცნობილი არქიტექტორი წლების განმავლობაში აგროვებდა. არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკას რუსუდან გორგილაძის დახმარებით გადმოეცა. http://artarea.ge
Artareatv-ის სხვა ვიდეოები
ქუჩის აკადემია - გოგი ხოშტარია - "ფერწერის არსი და...
''თემა'' - ქეთი დევდარიანი
ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები" -...
პოლიტარტი - ლევან ბერძენიშვილი
ლევან გიგინეიშვილი - პიროვნების დაბადება ვაჟას შემ...
რადიო "შოკოლადის" გადაცემა "წიგნები" - ლევან ბერძე...
განდევნილი შინაარსები - ლევან შატბერაშვილი
ლევან ბერძენიშვილი - ზღვა და ლიტერატურა (II ნაწილი...