ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის ბებიასთან
თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია რიტა ზურაბაშვილი აცხადებს, რომ 23 წლის გოგო და ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, მეგობრებიც კი არ ყოფილან. ამის შესახებ ზურაბაშვილმა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ზურაბაშვილის თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე „შექმნილი“ პიროვნებაა და ის გვარამიამ და მიხეილ რამიშვილმა შექმნეს. „ერთხელ ვუთხარი, გეტყობა, რომ შეყვარებული ხარ და მან მიპასუხა, რომ ვცდებოდი, მაგრამ როგორც კი ვინმე შეუყვარდებოდა, პირველს მე გამაგებინებდა. შემდეგ რაღაცნაირად მობრუნდა და მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის, და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ძალიან ვაჟკაცურიაო. ბაჩანას შესახებ საერთოდ არასდროს არაფერი უთქვამს. ეს არის შექმნილი პიროვნებაა, ის ნიკა გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს. ბაჩანა თამარის თანაკურსელი იყო, სულ კურსზე 500-მდე ახალგაზრდა იყო და მათ შორის ერთ-ერთი იყო ბაჩანა. ყველა იცნობდა, როგორც ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანს, არავისთან მეგობრობდა. ყველა ამბობს, რომ ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან“, - აცხადებს რიტა ზურაბაშვილი. ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია ასევე ამბობს, რომ სრულიად ენდობა გამოძიებას და მისთვის გაუგებარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პოზიცია. მისთვის ასევე მიუღებელია ის, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი გვარამიასთან ინტერვიუზე მივიდა. „ვერ წარმომიდგენია, როგორ დაუჯდა ჩემი დისშვილი გვარამიას ეთერში, მითუმეტეს რომ ჩემიც და თამარის აზრიც გვარამიას შესახებ კარგად იცოდა. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი - როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს. ესე იგი, ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა. სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა და დამინახავდა - ან გადიოდა, ან მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი“, - ამბობს რიტა ზურაბაშვილი. თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელმა ბებიამ 23 წლის გოგოს პირად თვისებებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ის ძალიან მომთმენი და თბილი ადამიანი იყო. „ძალიან მომთმენი, ძალიან თბილი ბავშვი იყო. მისი ინტერესის სფერო იყო „წარმატებული ლედი“. ძალიან ბევრს მიაღწია თავის ასაკში, 23 წლისთვის, მაგრამ მეუბნებოდა, რომ თავისი თავით უკმაყოფილო იყო. ამბობდა, რომ სკოლაში ხელოვნებამ დაუწერა 4-იანი და ოქროს მედალი ვერ აიღო, როცა ძალიან ძლიერი იყო მათემატიკაში, ფიზიკაში და ა.შ. ოქროსმედალოსნობა უნდოდა, მაგრამ ვერცხლის მედალით დაამთავრა. ასევე უნდოდა, რომ ცოტა უფრო მაღალი ყოფილიყო. რაც შეეხება მის სამსახურს, არ საუბრობდა იმაზე, რაში მდგომარეობდა მისი საქმიანობა. ვიცოდი, სად მუშაობდა, სად იყო ტერიტორიულად მისი სამსახური, თუმცა რას აკეთებდნენ, არ ვიცოდი. სულ მეუბნებოდა, რომ თანამედროვე სფეროა და ვერ გავერკვევოდი. საერთო ჯამში, გულჩათრხობილი ბავშვი იყო, სკოლაშიც ძირითადად სწავლაზე ფიქრობდა. მე 14-დღიან კარანტინში მოვხვდი და იქიდანაც თამარს უნდა გამოვეყვანე. ვერ მოვასწარი, სახლში რომ დავბრუნდი, მიცვალებულიც იმ დღეს მოიყვანეს. ასე მგონია, რომ ვყოფილიყავი მის გვერდით, ეს ნამდვილად არ მოხდებოდა“, - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან
TV IMEDI
ექსკლუზიური ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარ დეა კაპანაძ...
Georgia Official
პოლიტმეტრი - 4 სექტემბერი
3-წლიანი დუმილის შემდეგ პირველად — ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვი...
Formula News
ძალიან უცნაურად მომეჩვენა ბევრი დეტალი - ელისო კილაძის ინტერ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
პოლიტმეტრი - 28 აგვისტო
დავით ქაშიაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე
Formula News
პროკურატურის გადაწყვეტილება ბაჩალიაშვილის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster