იარე ფეხით სასკოლო ღონისძიება ანი - Zet / IP School Event

01/04/2017
Iare Pekhit-ის მიერ

ორგანიზაციის \"იარე ფეიხთ\" ვებ-გვერდს (iarepekhit.org) აქვს ერთი ძალიან კარგი ფუნქცია - \"წამოიწყე ინიციატივა\" (сreate action).

ეს არის შესაძლებლობა ყველა დარეგისტრირებული წევრისთვის დამოუკიდებლად წამოიწყოს ან შემოგვთავაზოს აქტივობა თავის უბანში, სასწავლო თუ სამუშაო დაწესებულებაში, საკუთარ წრეში, კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად ან ცნობიერების ასამაღლებლად.

სასკოლო ღონისძიება სკოლაში \"ანი-Zet\" ჩვენი წევრის, ნუცას, ინიციატივით ჩატარდა. იდეის დარეგისტრირების შემდეგ, ერთად დავგეგმეთ ღონისძიება და არაჩვეულებრივი დილა გავატარეთ მეოთხე კლასის მოსწავლეებთან.

ვისაუბრეთ ქვეითთა უფლება-ვალდებულებებზე, უსაფრთხოების წესებზე, საზოგადოებრივი სივრცეების პრობლემებზე და შემდეგ ბავშვებთან ერთად სტენსილები გავაკეთეთ ფალიაშვილის ქუჩაზე სკოლის წინ. ბავშვებს დავუტოვეთ გამოჭრილი ფორმატები და მომავალში თვითონ გაააგრძელებენ სკოლის წინ საჯარო სივრცის დაცვას. ასევე დავურიგეთ #გზასხვისიცაა კამპანიის მასალები და სტიკერები, რომ თავად ასწავლონ მშობლებს გზის დათმობა ქვეითებისთვის და წესების დაცვით გადაადგილდნენ ქალაქში. დაგვიკავშირდით და თქვენც შემოგვთავაზეთ იდეები, რომელთა განხორიეცელებაშიც აუცილებლად დაგეხმარებით!