"ველოდებით მთელ ქუთაისს"-ქუთაისში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან 5 საათზე აქცია გაიმართება. ”ჩვენ გადაგვაგდეს” აქციის ორგანიზატორები ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ისინი თბილისში მიმდინარე აქციებს უერთდებიან და ამბობენ რომ აქციების ტალღა არ შეწყდება მანამ სანამ მითხოვნა არ შესრულდება. . აქციაზე ისინი 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

”მოვუწოდებ ყველა ქუთაისელს დავდგეთ ერთად.”- განაცხადა გაგი ახალაძემ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიხეულ გეგეშიძე ოთარ ლორთქიფანიძის ფეისბუკ პოსტს გამოეხმაურა და განაცხადა რომ დარბევის მომენტში მიზანშეწონილად არ მიაჩნია ასეთი განცხადებები: ”ხუმრონის დრო არ არის, ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი მოიგებს.”- განაცხადა მიხეილ გეგეშიძემ.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან