მოხალისეები საპროტესტო აქციებზე

15.05.2024 17:55

❌ აპრილ-მაისის აქციებზე ათობით მოხალისე გამოჩნდა, რომლებიც საქართველოს პარლამენტის წინ დგომით თან „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ, საყვირებით და ლოზუნგებით ხელში მსვლელობებს მიუყვებიან, სპეცრაზმის წინ დგანან მთავარი მოთხოვნით „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ და უცებ, რაღაც მომენტში, მოაქვთ საჭმელი, წყალი, ტკბილეული, დამცავი საშუალებები, საწვიმრები - აქციის სხვა მონაწილეებისათვის. ❌ ისინი პირველ დახმარებას უწევენ დაშავებულ ადამიანებს და სასწრაფო დახმარების ბრიგადებამდე აცილებენ. გვიან ღამემდე შემორჩენილებს საკუთარ მანქანებს სთავაზობენ ტრანსპორტად. დილით ნამცხვრებს აცხობენ საღამოს დემონსტრაციისთის, აქციაზე - ნაგავს აგროვებენ. ❌ ამ ვიდეოში მხოლოდ მათ ნაწილზე, ნანაზე, სალომეზე და ორ მარიამზე გიამბობთ. -- 🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი 👇🏻 Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp

გაზიარება: