ნაციონალური ქადაგება
https://www.facebook.com/alternatvstudio კალისტრატეს ქადაგება. ვაი თქვენ მცირედმორწმუნენო, განდგომილნო პრეზიდენტისგან და პარტიისგან. ვაი თქვენ რუსეთუმე ოპოზიციონერნო ქვეყნის გაყიდვის მსურველნო. ვაი თქვენ ახალგაზრდობავ მიმბაძველნო უკეთურ მამათა ვაი თქვენ უგუნურნო ვერ დამნახავნო ელექტრონის ნათებისა ვაი თქვენ და თქვენ და თქვენ რამეთუ ახლოსაა განკითხვის დღე და ენკენის პირველში ყველას დამსახურებისამებრ მოგეზღვევათ და ყველას დამსახურებისამებრ მოგეზღვევათ. თუმცაღა არის გზა ხსნისა. ჭეშმარიტი გზა გზა ცოდვებისგან განწმედისა. მიჰბაძეთ მონასა პარტიისა ვარლამსა კაცსა პარტიისთვის თავგანწირულსა რომელმაც გაიღო 43 000 დოლარი, არადა არა აქვს მას არცა ჯამაგირი, არცა ძვირფასეულობა და მხოლოდ სოციალური დახმარებით არსებობს. მიჰბაძეთ მონასა პარტიისა ზურაბსა გამყიდველსა საგვარეულო სახლისა, ცხვრისა ფარისა და ძროხისა ორისა და ომნიბუსისა, გაფუჭებულისა ჯართად ჩამბარებელს, რამეთუ მან უკვე გადარიცხა 45 000 დოლარი და სუფევს სიხარული მის ღარიბულ კარავსა შინა მიჰბაძეთ მხევალსა პარტიისა ხათუნას, კეთილ სამარიტელსა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთიდან, 5000 წინდისა მომქსოვს და გამყიდველს და პარტიისთვის 15 000 ლარის გამგზავნელს მიჰბაძეთ მონასა პარტიისა გივის, არად ჩაამგდებსა ყადაღა ბინისა მისისა, ამღებსა ვალებისა მოყვასისგან და 60 000 ლარის ნაციონალურ ყულაბაში ჩამგდებს მიბაძეთ მონასა პარტიისა ამირანს რუსეთიდან ასანთით მოვჭრეს, დამკიდებელსა თავისი ბიზნესის ინტერესების, პარტიიისთვის 120000 მიმცემს გადაიხადეთ და განიწმინდეთ. გადაიხადეთ და განიწმინდეთ. გადაიხადეთ და განიწმინდეთ. თქვენთან არს მიშა.
მსგავსი ვიდეოები
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა გადაცემაში ,,იმედი LIVE''
TV IMEDI
დესტრუქციული პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილის ბანაკი ქადაგებს,...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
იმედის კვირა - 28 აპრილი, 2024 წელი
TV IMEDI
აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის - პოლიტიკური შეფასე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster