S.P.I.D. - Atmosphere (10) [2001] (Cassette Rip)

01/29/2021
Lasha Gabunia-ის მიერ

კოტე კალანდაძემ ჯგუფი S.P.I.D. (Sick People In Dreams) თბილისში 1997 წელს ჩამოაყალიბა. ორი წლის შემდეგ ბენდის სადებიუტო ალბომი Your Life Sucks გამოქვეყნდა. 9-წლიანი არსებობის განმავლობაში S.P.I.D.-მა 5 ალბომი ჩაწერა. ჯგუფი 2006 წელს დაიშალა. კოტე კალანდაძე სხვადასხვა დროს უკრავდა ჯგუფებში: „ამორალი“, „კონტრაბანდა“, Mother Of Mondays და Небо СССР. 2008 წლიდან მუსიკოსმა ჯგუფი Lady Heroine დააარსა, რომელიც დღემდე არსებობს.

თქვენს წინაშეა 2001 წელს გამოსული Depressed Holidayz, რომლის კუსტარულად ჩაწერილი აუდიო კასეტა კოტემ მაჩუქა. სწორედ ეს კასეტაა თქვენს წინაშე გაციფრული და ქვეყნდება მის ავტორთან შეთანხმებით. ამ ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ მუსიკოსები:

კოტე კალანდაძე – ვოკალი, გიტარა;
შოთა შატბერაშვილი – კომპიუტერული სემპლები;
გოგა სამხარაძე – დასარტყამი ინსტრუმენტები;
ირაკლი დოლიძე – გიტარა;
გიორგი ნემსაძე – ბასი.

სრულ ალბომს თავისი ბონუსებით მოუსმინეთ აქ:    • S.P.I.D. – Depressed Holidayz [2001] ...  

© ყველა უფლება სიმღერებზე ეკუთვნის კოტე კალანდაძეს და ჯგუფ Sick People In Dreams-ს

კასეტა გაციფრა და ატვირთა: ERM0NIA (Lasha Gabunia)

#SPID #DepressedHolidayz #CassetteRip