პოლიციამ ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 24 ივლისს, ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ყაჩაღურად თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით ხელზე ჭრილობა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
გურიის პოლიციამ ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თხილის ბაღში იმშობიარა და ბავშვი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყაჩაღობის შემთხვევა ოზურგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციამ ოზურგეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ სქესობრივი დანაშაულისთის ოზურგეთში 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინციდენტი გურიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster